1.თუ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის გამოვლენა და გაუმჯობესება ან გამოყვანა დაკავშირებულია მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ან სპეციალური დავალების შესრულებასთან, ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს სამუშაოს მიმცემს, თუ ასეთი დავალება სასელექციო საქმიანობას ითვალისწინებს და თუ მუშაკსა და სამუშაოს მიმცემს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შედეგად გაცემული მოწმობა სამუშაოს მიმცემს ეკუთვნის, მუშაკს უფლება აქვს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სამუშაოს მიმცემისაგან მიიღოს ახალი ჯიშის გამოყენების ფარდი გასამრჯელო.
2.
