საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1235 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 201 4 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ
Article 5. (ამოღებულია)
Compare versions
1. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია საკრებულოს ქმედუუნარობა – განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობები.
2. საკრებულოს უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეწყდეს, თუ:
ა) საკრებულოს წევრთა რაოდენობა შემცირდა ნახევარზე მეტით;
ბ) საკრებულომ (სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის) ორ თვეში ვერ აირჩია აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;
გ) საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორ თვეში საკრებულომ არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი ადგილობრივი ბიუჯეტი.
3. საქართველოს პარლამენტის თანხმობით და სახელმწიფოსაქართველოს რწმუნებულის გუბერნატორის,პრეზიდენტის რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ.
საქართველოს 200
7
წლის
11 ივლისი
ს კანონი №
5247
- სსმ I, №
29
,
27.07.
200
7
წ., მუხ.
310
