საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3368 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1374 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.
Article 12^1. (ამოღებულია)
Compare versions
1. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; გ) თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა; გ 1 ) თუ იგი სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) ზედიზედ სამჯერ არასაპატიო მიზეზით საბჭოს სხდომებზე დაუსწრებლობის შემთხვევაში; ე) გარდაცვალების შემთხვევაში; ვ) თუ იგი დაინიშნა მოსამართლედ ან პროკურორად; ზ) თუ იგი არის თანამდებობრივად გამწესებული საბჭოს წევრი და მას შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება; თ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “, „დ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საბჭო ცნობად იღებს, რის შედეგადაც საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3368 – ვებგვერდი, ვებგვერდი , 31.03.2015წ.
The story of this article· 3
The amendments this article has been through
- · published 5 Mar 2026
Removed references to previous laws/dates, streamlining the legal history section.
amending act №6800829 - · published 31 Mar 2015
Amendment of clause 'g' and addition of new clause 'g.1' regarding grounds for early termination of council member powers due to missing person status, death, incapacity, or being placed under guardianship/support.
amending act №2786191
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
