„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 42. სპეციალისტების კომისია
1. სპეციალისტების კომისიის წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით – სახელმწიფო მინისტრი სახელმწიფო მოხელეებიდან, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე იმ პირებიდან, რომლებიც არ ითვლებიან სახელმწიფო მოხეელებად. სახელმწიფო მოხელეები ან პირები, რომლებიც სახელმწიფო მოხელეები არ არიან, კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ მხოლოდ მათი თანხმობით.
2. საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით – სახელმწიფო მინისტრი ნიშნავს სპეციალისტების კომისიის თავმჯდომარეს. თუ კომისიის თავმჯდომარე მთავრობის წევრი არ არის, საქართველოს პრეზიდენტი ან სახელმწიფო მინისტრი ნიშნავს მთავრობის წევრს, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობისათვის. კარი VII სამსახურებრივი ზედამხედველობა
