1.
აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ
აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დაწესებულებები ასრულებენ სახელმწიფოებრივ ამოცანებს სოციალურ, კულტურულ ან სხვა სფეროებში, ან ეწევიან სამსახურს სამთავრობო დაწესებულებებისათვის.
3.სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული წესით სამთავრობო დაწესებულებების მიერ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4.საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის და სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური, რომლის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და რომლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სხვა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები შედიან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ მმართველობის სფეროში.
5.სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი ან სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი.
6.ამ მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი სპეციალურ რეესტრში.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ