აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსთან შეთანხმებით ახორციელებენ სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების, შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების ოპერაციებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ახორციელებენ სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა შენახვას (სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაში არსებულ საცავებში), მომსახურებას და მასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას, აგრეთვე მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) ახორციელებენ სამობილიზაციო მარაგის, სამობილიზაციო და სახელმწიფო რეზერვების მატერიალური ფასეულობების, აგრეთვე სურსათის, სამედიცინო საქონლის, ნავთობპროდუქტების ხელშეუხებელი, შეუმცირებელი მარაგების შექმნას, დაგროვებას, შენახვას, განახლებას; დ) სამობილიზაციო რეზერვების შექმნის მიზნით დებენ ხელშეკრულებებს საწარმოებთან, მათ მიერ სამობილიზაციო დავალებების (შეკვეთების) შესრულების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) ხელმძღვანელობენ მობილიზაციისათვის მზადყოფნას; ვ) ხელმძღვანელობენ თავიანთი სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, ასევე მათდამი დაქვემდებარებული საწარმოების სამობილიზაციო მომზადების განხორციელებას; ზ) მონაწილეობენ სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში; თ) მონაწილეობენ სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში; ი) ორგანიზებას უწევენ სამობილიზაციო მომზადების და მობილიზაციის სამეცნიერო, მატერიალურ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას; კ) მართავენ სამობილიზაციო მომზადების პროცესს და კონტროლს უწევენ მის სტატისტიკურ ანგარიშგებას; ლ) მობილიზაციის გამოცხადებისას ორგანიზებას უწევენ თავდაცვის ძალების მობილიზაციის რეჟიმზე გადაყვანის ღონისძიებათა კონტროლს; მ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეკონომიკის შესაბამისი დარგების მობილიზაციის დროისათვის დაწესებული მუშაობის რეჟიმზე გადაყვანას; ნ) მობილიზაციისათვის მზადყოფნის პერიოდში ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, საქვეუწყებო დაწესებულებებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებში მომუშავე რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სახალხო მეურნეობისათვის დაჯავშნის პროცესს; ო) ორგანიზაციას უწევენ სამობილიზაციო გაშლისა და სამობილიზაციო გეგმებით შესასრულებელ სწავლებასა და სასწავლო-საწვრთნელი ვარჯიშის ჩატარებას; პ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზაციას უწევენ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საჯარისო ტიპის ავტოკოლონების და სხვა სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჟ) უზრუნველყოფენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში მობილიზაციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას. საქართველოს 2005 წლის 10 ივნისის კანონი №1609 - სსმ I, №33, 01.07.2005 წ., მუხ.203 საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1389 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2622 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3588 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4090 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
Article 7. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების უფლებამოსილებანი
Compare versions
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსთან შეთანხმებით ახორციელებენ სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების, შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების ოპერაციებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ახორციელებენ სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა შენახვას (სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაში არსებულ საცავებში), მომსახურებას და მასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას, აგრეთვე მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) ახორციელებენ სამობილიზაციო მარაგის, სამობილიზაციო და სახელმწიფო რეზერვების მატერიალური ფასეულობების, აგრეთვე სურსათის, სამედიცინო საქონლის, ნავთობპროდუქტების ხელშეუხებელი, შეუმცირებელი მარაგების შექმნას, დაგროვებას, შენახვას, განახლებას; დ) სამობილიზაციო რეზერვების შექმნის მიზნით დებენ ხელშეკრულებებს საწარმოებთან, მათ მიერ სამობილიზაციო დავალებების (შეკვეთების) შესრულების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) ხელმძღვანელობენ მობილიზაციისათვის მზადყოფნას; ვ) ხელმძღვანელობენ თავიანთი სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, ასევე მათდამი დაქვემდებარებული საწარმოების სამობილიზაციო მომზადების განხორციელებას; ზ) მონაწილეობენ სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში; თ) მონაწილეობენ სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში; ი) ორგანიზებას უწევენ სამობილიზაციო მომზადების და მობილიზაციის სამეცნიერო, მატერიალურ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას; კ) მართავენ სამობილიზაციო მომზადების პროცესს და კონტროლს უწევენ მის სტატისტიკურ ანგარიშგებას; ლ) მობილიზაციის გამოცხადებისას ორგანიზებასორგანიზაციას უწევენ თავდაცვისსამხედრო ძალების მობილიზაციის რეჟიმზე გადაყვანის ღონისძიებათა კონტროლს; მ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეკონომიკის შესაბამისი დარგების მობილიზაციის დროისათვის დაწესებული მუშაობის რეჟიმზე გადაყვანას; ნ) მობილიზაციისათვის მზადყოფნის პერიოდში ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, საქვეუწყებო დაწესებულებებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებში მომუშავე რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სახალხო მეურნეობისათვის დაჯავშნის პროცესს; ო) ორგანიზაციას უწევენ სამობილიზაციო გაშლისა და სამობილიზაციო გეგმებით შესასრულებელ სწავლებასა და სასწავლო-საწვრთნელი ვარჯიშის ჩატარებას; პ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზაციას უწევენ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საჯარისო ტიპის ავტოკოლონების და სხვა სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჟ) უზრუნველყოფენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში მობილიზაციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას. საქართველოს 2005 წლის 10 ივნისის კანონი №1609 - სსმ I, №33, 01.07.2005 წ., მუხ.203 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1389 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2622 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3588 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
