„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის VIII 1 თავით
Article 11. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა დაცვა
1. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა.
2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება ამ კანონისა და „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 62 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
