„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის VIII 1 თავით
Article 20. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენითი ღონისძიებები
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენითი ღონისძიებები მოიცავს ამ სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით განხორციელებულ მოქმედებებს.
2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობების აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა სახეობების აღდგენითი ღონისძიებები მოიცავს მათ დაცვას ბიოლოგიური საშუალებებით (პრეპარატებით), ხელოვნურ გაშენებასა და ამ სახეობათა ბუნებრივ გარემოში კონსერვაციას.
4. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201). საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
