„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 10^2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვა და ბიუჯეტი
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფუნქციები, მის მართვასთან, სტრუქტურასთან, ანგარიშვალდებულებასთან, წარმომადგენლობასა და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებით, რომელსაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოხელის შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წარდგინებით, ყოველწლიურად ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმდინარე ხარჯები არ შეიძლება იყოს წინა წელს დამტკიცებულ დაფინანსებაზე ნაკლები. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის დაფინანსებასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. თუ საქართველოს მთავრობა არ დაამტკიცებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტს, სამსახური დაფინანსდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წინა წელს დამტკიცებული დაფინანსების ოდენობით. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2464 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. მუხლი 10 3 . საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითება გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში (ამ ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენებისა და უქმე დღეები) შესაბამისი გარიგების (ოპერაციის), აგრეთვე ამ გარიგებასთან (ოპერაციასთან) ან/და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
