1.საქართველოში საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – უფლებამოსილი ორგანო), რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლობის თაობაზე საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის მიღებას, თხოვნის შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას, საჭიროების შემთხვევაში, თხოვნათა შესრულებისთვის საქართველოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციას.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ
