საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში ცენტრალური ორგანო უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და ბავშვის უფლებების დაცვა; ბ) განახორციელოს საერთაშორისო შვილად აყვანის პროცედურები; გ) კოორდინაცია გაუწიოს ყველა ორგანიზაციას/ დაწესებულებას, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობენ საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში, მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა; დ) ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოთა შესაბამის სამსახურებთან და გაუცვალოს მათ ინფორმაცია; ე) განახორციელოს ამ კანონით და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Article 30. ცენტრალური ორგანოს უფლებამოსილებანი საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში
Consolidation №9 Verified against the current consolidation · 23 Jun 2026
