1.საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის საფუძველზე, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს იმ სამართლებრივი სიკეთისა და მტკიცებულებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, რასაც საფრთხე ემუქრება, მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარი ღონისძიებების გამოყენების შესახებ.
2.გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, თხოვნის მიღებისთანავე, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი, მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარი ღონისძიებების გამოყენების შესახებ. ეს ღონისძიებები უქმდება, თუ საერთაშორისო სასამართლო უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამის თხოვნას არ წარადგენს.
