საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
For information only — not legal advice.
1. სასამართლო უფლებამოსილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე განჩინება მტკიცებულებათა შენარჩუნების მიზნით, თუ არსებობს მათი განადგურების საფრთხე.
2. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს იმ საქონლის, რომლითაც, სავარაუდოდ, ირღვევა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლება, წარმოებისათვის/რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის განკუთვნილი დანადგარის/მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ან/და სავარაუდო კანონდარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დეტალურ აღწერას ნიმუშის აღებით ან უამისოდ. ამასთანავე, თუ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა აღნიშნული ღონისძიებების გამოყენებით ვერ ხერხდება, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აგრეთვე ყადაღის დადება.
3. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რამდენიმე ღონისძიება ერთდროულად გამოიყენოს.
4. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენოს იმ პირის მოსმენის გარეშე, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ უფლების მფლობელს არაპროპორციული ზიანი მიადგება, ან/და თუ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების აშკარა საშიშროება.
5. სასამართლომ პირს, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები, ამის თაობაზე უნდა აცნობოს დაუყოვნებლივ, ღონისძიებათა გამოყენებიდან არაუგვიანეს 48 საათისა.
6. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება, თუ დაასაბუთებს, რომ მისი განსაკუთრებული უფლების დარღვევის ან შესაძლო დარღვევის ფაქტის დასადგენად აღნიშნულ ღონისძიებათა გამოყენება აუცილებელია.
7. მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრება და მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება ხდება ამ კოდექსის 118-ე და 119-ე მუხლების შესაბამისად.
8. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის თაობაზე განჩინება მოსამართლეს 5 სამუშაო დღის ვადაში გამოაქვს.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი