1.უფლებამოსილი ორგანო სტატუტის მე-14 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს, აცნობოს საერთაშორისო სასამართლოს, რომ არსებობს ეჭვი იმ დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლის განსჯადობაც ექვემდებარება საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, შემდგომი გამოძიების თხოვნით.
2.უფლებამოსილი ორგანო სტატუტის მე-14 მუხლის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ უგზავნის საერთაშორისო სასამართლოს. საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი № 478 - სსმ I , № 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 195 თავი IV. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა
