1.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვს ინფორმაციას ან მასალებს მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
2.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია სათანადო შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული ინფორმაცია ან მასალები.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის ან მასალების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისათვის საკუთარი ინიციატივით მიწოდების შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა მიწოდებული ინფორმაციის ან მასალების გამოყენების წესთან დაკავშირებით.
4.საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ვალდებული არიან , დაექვემდებარონ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ შეზღუდვას მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ან მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით . საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
