Article 18. პრეფერენციული შეღავათი
1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის მე-13 მუხლის თანახმად ტენდერში საქართველოსა და უცხო ქვეყნების პრეტენდენტების მონაწილეობის შემთხვევაში საქართველოს რეზიდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებების ღირებულების მიმართ გამოყენება პრეფერენციული შეღავათი 15 პროცენტის ფარგლებში 2. პრეფერენციული შეღავათი გამოყენება მხოლოდ ფასის კრიტერიუმით შეფასებისას და მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი აღემატება უცხოელი პრეტენდენტების სატენდერო წინადადების ფასს არა უმეტეს 15 პროცენტით.
3. საქონლის შესყიდვის შემთხვევაში პრეფერენციული შეღავათი ენიჭება საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეწარმეებს, თუ მათ მიერ შემოთავაზებული საქონელი წარმოებულია საქართველოს ტერიტორიაზე, რაც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის სერტიფიკატით.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც შეფასებისათვის დაშვებულ სატენდერო წინადადებათა შორის წარმოდგენილია ადგილობრივი და უცხოური პრეტენდენტების სატენდერო წინადადებები, პრეფერენციული შეღავათის გამოყენების საფუძველის არსებობის დადგენის მიზნით სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების დაყოფას შემდეგ ჯგუფებად: ა) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული ან/და ფიზიკური პირების სატენდერო წინადადებები; ბ) უცხო სახელმწიფოთა იურიდიული და ფიზიკური პირების სატენდერო წინადადებები.
