ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ
Article 20. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები
1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 5 თვის ვადაში საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაონ და მიიღონ შემდეგი მარეგულირებელი წესები: ა) კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების პროფესიული და ეთიკური ქცევის შესახებ, მათ შორის, ექს პარტე შეტყობინების წესები და კომისიის ყოფილი წევრებისა და აპარატის ყოფილი თანამშრომლების ქცევის წესები კომისიასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის პროცედურების შესახებ; გ) კომისიის გადაწყვეტილებების, ჩანაწერებისა და სხვა დოკუმენტაციის, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის და განხილვების დროს მიღებული ინფორმაციის შენახვისა და ხელმისაწვდომობის შესახებ; დ) რეგულირების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვების ჩატარების პროცედურების შესახებ; ე) ლიცენზიების, ტარიფებისა და კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების თაობაზე განცხადებების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ; ვ) კომისიის გადაწყვეტილებების მომზადებისა და გამოქვეყნების პროცედურების შესახებ; ზ) კომისიის გადაწყვეტილებების შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და მათზე რეაგირების შესახებ; თ) ლიცენზიის მფლობელებს შორის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის დავების განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ; ი) მომხმარებელთა საჩივრების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ.
