სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
Article 24. ამ კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები
1. (ამოღებულია).
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამტკიცოს დებულება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ; 2 1 . (ამოღებულია); 2 2 . (ამოღებულია); 2 3 . (ამოღებულია);
3. ამ კანონის მოქმედება 2008 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორის საწარმოების მიერ იმ ქონების სარეაბილიტაციოდ ან შესაკეთებლად განსახორციელებელ შესყიდვებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ელექტროენერგიის წარმოებასთან, გადაცემასთან, დისპეტჩერიზაციასთან, განაწილებასთან, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან, განაწილებასთან, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგებასთან.
4. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე 2013 წლის 1 იანვრამდე.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამ კანონის პირველი მუხლის 3 1 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და საქართველოს მთავრობამ ერთობლივად უზრუნველყონ შესაბამისი კანონპროექტის მომზადება და 2009 წლის 20 დეკემბრამდე მისი საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.
