1.საკადასტრო აღწერის მონაცემთა დიგიტალური ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს ArcGIS (shp) ფაილის ფორმატში წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონური ფენების სახით.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
1.საკადასტრო აღწერის მონაცემთა დიგიტალური ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს ArcGIS (shp) ფაილის ფორმატში წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონური ფენების სახით.
Closest in meaning — including in other laws
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
3.ხაზოვან ფენაში ასახული უნდა იყოს გზები, ბილიკები, გაზსადენი, წყალსადენი, ნავთობსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი, საბაგირო ხაზი, საკომუნიკაციო მილები და სხვა ხაზოვანი ობიექტები, რომლებიც მოთხოვნილი მასშტაბის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ნაჩვენები უნდა იყოს ხაზის სახით.
4.პოლიგონური ფენები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ დამოუკიდებელ ფენებად: ა) მიწის ნაკვეთი; ბ) შენობა-ნაგებობა; გ) სერვიტუტისა და გასხვისების ზოლების საზღვრები; დ) ხაზოვანი ნაგებობა, რომელიც მოთხოვნილი მასშტაბის საკადასტრო აზომვით ნახაზზე გამოსახული უნდა იყოს პოლიგონის სახით.
5.საკადასტრო აზომვითი ნახაზის ყოველი ობიექტის (წერტილოვანი, ხაზოვანი, პოლიგონური) ატრიბუტული ცხრილი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) წერტილოვანი და ხაზოვანი ფენებისათვის – ობიექტის დასახელებას და ტიპს; ბ) მიწის ნაკვეთის პოლიგონური ფენისათვის – ობიექტის ტიპს, მიწის ნაკვეთის დანიშნულებას და ადგილმდებარეობას/მისამართს; გ) შენობის პოლიგონური ფენისათვის – შენობის რიგით ნომერს (ორთანრიგიანი), ობიექტის დანიშნულებას (საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი სხვა), შენობა-ნაგებობის მდგომარეობას (მშენებარე, მშენებლობადასრულებული), სართულიანობას, განაშენიანების ფართობს, შენობა-ნაგებობის საერთო ფართობს, შენობა-ნაგებობაში საერთო საკუთრების ფართობს (მრავალერთეულიანი უძრავი ნივთისათვის), შენობა-ნაგებობაში ინდივიდუალური საკუთრების ფართობებს (მრავალბინიანი/მრავალერთეულიანი უძრავი ნივთისათვის).
6.საკადასტრო აზომვითი ნახაზის დიგიტალური ვერსია უნდა აკმაყოფილებდეს ტოპოლოგიის შემდეგ მოთხოვნებს: ა) ხაზოვან და პოლიგონურ ფენებში არ უნდა იყოს გადაკვეთა და გადაფარვა; ბ) წარმოდგენილ ფენაში არ უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი გრაფიკული ელემენტი, ან ერთნაირი ჩანაწერები ერთმანეთთან დაუკავშირებელ ობიექტებზე; გ) ორთოფოტოზე დიგიტალიზაციის დროს დაცული უნდა იყოს მასშტაბი. ორთოფოტოზე დიგიტალიზაცია უნდა განხორციელდეს 1:400-დან 1:1000-მდე, ხოლო კოსმოსურ სურათებზე – 1:4000-დან 1:7000-მდე მასშტაბში; დ) ნაკვეთის ხაზოვან ფენაში არ უნდა იყოს გაწყვეტილი ხაზები; ე) ნაკვეთის საზღვრების წერტილების რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს მოსაზღვრე ნაკვეთის საზღვრების წერტილების რაოდენობას; ვ) შენობა-ნაგებობების საზღვრები არ უნდა კვეთდეს ნაკვეთის საზღვრებს (გარდა ხაზოვანი ნაგებობისა); ზ) იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთის საზღვარი გადის შენობის საზღვარზე ან მის ცალკეულ გვერდებზე, შენობა/ნაგებობების შესაბამისი გვერდები და მახასიათებელი წერტილები უნდა ემთხვეოდეს ნაკვეთის შესაბამის გვერდებსა და მწვერვალებს; თ) სიმბოლოზე გამავალი შესაბამისი კომუნიკაციის ხაზის წყვეტის წერტილი უნდა ემთხვეოდეს ამ სიმბოლოს. თავი VII. საკადასტრო აზომვითი ნახაზის მოთხოვნისა და მიღების წესი
Describe your situation — we'll help you find the right specialist.