Article 60. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები
1. რეგისტრატორი იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) გასაჩივრდა უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), ეს გასაჩივრება აჩერებს დამადასტურებელი საბუთების მოქმედებას და აღნიშნული შეჩერების შესახებ შესაბამისი ორგანოს მიერ ოფიციალურად ეცნობება სარეგისტრაციო სამსახურს; ბ) რეგისტრატორს წარედგინა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციის პროცესის შეჩერებას.
2. უძრავ ნივთზე ყადაღის დადება არ აჩერებს სარეგისტრაციო წარმოებას, თუ დაყადაღების აქტში პირდაპირ არ არის მითითებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.
3. რეგისტრატორის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორს წარედგინა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
