Article 96. ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა
1. თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მიზნით და შემდგომ გამოვლინდა, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შესაძლებელია, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას წყვეტს ნებისმიერ სტადიაზე, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
2. თუ განმცხადებელს აღარ აქვს ინტერესი დასადგენი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის მიმართ, ის უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტაზე, თუ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა არის საჯარო ინტერესი ან/და მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზის სრულყოფისთვის.
