საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Article 1. კოდექსის მიზანი და მოქმედების სფერო. სახელმწიფოს ხელშეწყობა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისათვის
1. ეს კოდექსი განსაზღვრავს: ა) სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ეკონომიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ტექნოლოგიურ საფუძვლებს, საქართველოს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში მის ადგილსა და როლს, აწესრიგებს რკინიგზის მომსახურებით სარგებლობისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს და ადგენს მათ მონაწილეთა უფლება- მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას; ბ) საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს, აგრეთვე საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესსა და პირობებს.
