1.ეს თავი განსაზღვრავს სააგენტოს, მემანქანის, სარკინიგზო საწარმოს, ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სასწავლო ცენტრის უფლებებსა და მოვალეობებს.
2.ეს თავი არ ვრცელდება იმ მემანქანეზე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ: ა) მეტროში, ტრამვაიში ან სხვა მსუბუქრელსიან სარკინიგზო ტრანსპორტში, რომელიც გამიჯნულია სარკინიგზო ქსელისგან; ბ) იმ ქსელზე, რომელიც ფუნქციურად გამიჯნულია დანარჩენი სარკინიგზო ქსელისგან და გამიზნულია მხოლოდ ადგილობრივი, საქალაქო ან საგარეუბნო სარკინიგზო მიმოსვლისა და სატვირთო მომსახურებისთვის; გ) კერძო საკუთრებაში არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არსებობს მხოლოდ ამ ინფრასტრუქტურის მფლობელის მიერ გადაზიდვების საკუთარი მიზნებისთვის განსახორციელებლად; დ) სარკინიგზო ლიანდაგის იმ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე), რომელიც (რომლებიც) რკინიგზის სისტემის შეკეთების, განახლების ან გაუმჯობესების მიზნით ჩვეულებრივი მიმოსვლისთვის დროებით დაკეტილია. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
