საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Article 13^3. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი
1. იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა მოიცავს სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვას ან/და სახიფათო ტვირთის შეფუთვას, დატვირთვას, გადმოტვირთვას ან/და დახარისხებას, ვალდებულია ჰყავდეს ერთი ან ერთზე მეტი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი, გარდა სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
2. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტს უნდა ჰქონდეს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი. ამ სერტიფიკატს გასცემს სააგენტო.
3. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი გაიცემა პირის მიერ შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სააგენტოში ჩაბარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე.
4. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთჯერადად, 5 წლით, თუ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი აღნიშნული ვადის გასვლამდე 1 წლის განმავლობაში ხელახლა ჩააბარებს შესაბამის გამოცდას.
5. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების, შესაბამისი გამოცდის ჩატარების, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობები, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.
6. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობები, რომლებიც მოიცავს აგრეთვე იმ მოთხოვნებს, რომლებსაც შესაბამისი სასწავლო კურსი უნდა აკმაყოფილებდეს, მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.
7. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს თავის მიერ აღიარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონე პირის ინსპექტირება. ამ ინსპექტირების განხორციელების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
