საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Article 29. ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) დანიშნულების ადგილზე მიტანის შეუძლებლობა
1. თუ დაუძლეველი ძალისა და სხვა საგანგებო ვითარების შედეგად დაბრკოლდა ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) შემდგომი გადაზიდვა, დანიშნულების ადგილზე მიტანა და ტვირთმიმღებისათვის გადაცემა, რკინიგზა ვალდებულია მიმართოს ტვირთმიმღებს (ტვირთგამგზავნს) ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) განკარგვის მოთხოვნით. თუ ტვირთმიმღები (ტვირთგამგზავნი) რკინიგზის მიმართვიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში არ განკარგავს ტვირთს (ბარგს, ტვირთ-ბარგს), რკინიგზას უფლება აქვს დაუბრუნოს იგი ტვირთგამგზავნს, ხოლო ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს მისი რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ საბაჟო ორგანომ / სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოებმა საერთაშორისო გადაზიდვისას ტვირთით ( ბარგით , ტვირთ - ბარგით ) დატვირთული ვაგონი ( კონტეინერი ) დააკავა / დააკავეს ტვირთგამგზავნის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო საზღვაო ტრანსპორტისათვის ან უცხო ქვეყნის რკინიგზისათვის გადაცემის დროს , ტვირთგამგზავნი რკინიგზას უხდის ვაგონით ( კონტეინერით ) სარგებლობის საფასურს მისი დაყოვნების მთელი დროისათვის .
3. თუ ტვირთმიმღები ჩვეულებრივ ტვირთს 10 დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო მალფუჭებად ტვირთს რკინიგზისაგან ვაგონის (კონტეინერის) დაკავების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში არ განკარგავს, რკინიგზას უფლება აქვს დაუბრუნოს იგი ტვირთგამგზავნს მისი ხარჯით ან მოახდინოს ტვირთის რეალიზაცია, თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ტვირთგამგზავნს, რომლის მიზეზითაც არის გამოწვეული რკინიგზის სადგურში ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნება, ეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული ქონებრივი პასუხისმგებლობა და ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდა მისი დაყოვნების მთელი დროისათვის.
4. ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან რკინიგზის განკარგულებაში რჩება ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასური და მისი რეალიზაციისას გაწეული ხარჯების ასანაზღაურებელი შესაბამისი თანხა, ხოლო დარჩენილი თანხა უბრუნდება გადაზიდვის დოკუმენტებში აღნიშნულ ტვირთმიმღებს, თუ მას გადახდილი აქვს ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) ღირებულება, ხოლო სხვა შემთხვევაში – ტვირთგამგზავნს. თუ რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თანხის დაბრუნება შეუძლებელია, იგი ექვემდებარება განკარგვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4926 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. თავი III. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
