რკინიგზისა და საზღვაო ტრანსპორტით დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგის გადაზიდვა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე. ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, საქალაქო მიმოსვლის სამარშრუტო ტაქსით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე. საგარეუბნო მიმოსვლის სამგზავრო ავტოტრანსპორტით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე. საქალაქთაშორისო მიმოსვლის სამგზავრო ავტოტრანსპორტით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 მუხლი 129 1 . მაქსიმალური მასისა და დატვირთვის დადგენილი ნორმების ზევით ტვირთის გადაზიდვა სატრანსპორტო საშუალებით გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და რომლის ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანამდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 500 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად). შენიშვნა:
1.ამ მუხლის მოქმედება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას აღემატება) არ ვრცელდება: ა) იმ ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისკენ საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით; გ ) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე , რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით , საბაჟო ორგანოს განთავსების ადგილიდან უახლოესი , 25 კმ - ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისკენ , საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისკენ საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით .
2.ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვებისა) სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მესაკუთრე) თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ზედმეტი ტვირთის კორექტირებას, ჩამოცლას/დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მითითებულ დაცულ ადგილას), ტვირთის დაცვას/შენახვას და შემდგომ ტრანსპორტირებას.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სააღსრულებო ბიურომ ჯარიმის იძულებითი გადახდევინება პრიორიტეტულად განახორციელოს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადებით ან/და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით, რომლითაც ჩადენილ იქნა ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2024 – სსმ I. №48, 29.11.2005წ., მუხ.321 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2518 – სსმ I, №59, 31.12.2005წ., მუხ.447 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3396 – სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.217 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4258 – სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.418 საქართველოს 2008 წლის 11 მარტის კანონი №5851 – სსმ I, №6, 25.03.2008წ., მუხ.21 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2214 – სსმ I, №42, 10.12.2009წ., მუხ.316 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4684 – ვებგვერდი, 18.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5953 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1835 – ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2019 წლის 19 მარტის კანონი №4347 – ვებგვერდი, 27.03.2019წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
