საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Article 32. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა
Consolidation №16 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
1. რკინიგზა ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვას ახორციელებს საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების, საჰაერო და საავტომობილო სატრანსპორტო საწარმოების (ორგანიზაციებისა და სხვათა) მონაწილეობით.
2. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა წარმოებს ერთიანი ზედნადებისა და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მსვლელობის მთელ გზაზე ახლავს ტვირთს. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3316 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
