საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Article 37^1. მგზავრთა დისკრიმინაციის დაუშვებლობა
1. მგზავრის მიერ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას მისი დისკრიმინაცია დაუშვებელია.
2. სარკინიგზო საწარმომ, ბილეთების გამყიდველმა, ტუროპერატორმა მგზავრს უნდა შესთავაზოს სახელშეკრულებო პირობები და ტარიფები მგზავრის მოქალაქეობის ან სარკინიგზო საწარმოს, ბილეთების გამყიდველის, ტუროპერატორის დაფუძნების ადგილის მიხედვით პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაციის გარეშე.
3. მგზავრის მიერ ბილეთის დაჯავშნის შემთხვევაში ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სარკინიგზო საწარმოსა და ბილეთების გამყიდველზე.
4. საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილ შემთხვევაში გარკვეული სოციალური კატეგორიისთვის მიკუთვნებულ პირებს შეიძლება საშეღავათო პირობები დაუწესდეთ. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
