საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Article 37^3. სამგზავრო ინფორმაცია
1. სარკინიგზო საწარმომ, ბილეთების გამყიდველმა, ტუროპერატორმა, რკინიგზის სადგურის მენეჯერმა, რომელიც მგზავრს ერთი ან ერთზე მეტი სარკინიგზო საწარმოს სახელით სთავაზობს მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებას, მას უნდა მიაწოდოს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით გათვალისწინებული სამგზავრო ინფორმაცია − ინფორმაცია მგზავრისთვის შეთავაზებული ხელშეკრულებით განსაზღვრული რეისების თაობაზე.
2. მგზავრს სამგზავრო ინფორმაცია უნდა მიეწოდოს რეალურ დროში, ისეთი ფორმით (მათ შორის, შესაბამისი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით), რომელიც მას ამ ინფორმაციის სრულად და ნათლად აღქმის შესაძლებლობას მისცემს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სმენადაქვეითებული, უსინათლო და მცირემხედველი მგზავრების საჭიროებებს. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
