საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.თუ გონივრული ვარაუდის საფუძველზე მოსალოდნელია, რომ მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებაში (ბილეთში) მითითებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლა 60 წუთით ან უფრო მეტი ხნით დაგვიანდება, დაგვიანებული მომსახურების გამწევმა სარკინიგზო საწარმომ მგზავრს დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს შემდეგი უფლებებით სარგებლობა, რომელთაგან მგზავრი ერთ-ერთს აირჩევს: ა) მგზავრისთვის ბილეთის მთლიანი საფასურის ანაზღაურება მარშრუტის იმ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე), რომელზედაც (რომლებზედაც) მგზავრობა არ განხორციელდა, და იმ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე), რომელზედაც (რომლებზედაც) მგზავრობა უკვე განხორციელდა, თუ მგზავრის თავდაპირველი მგზავრობის გეგმა ვერ სრულდება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მგზავრის გამგზავრების საწყის პუნქტში დაბრუნების მომსახურებით უზრუნველყოფა პირველი შესაძლებლობისთანავე; ბ) მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტში ჩასასვლელად მსგავსი სატრანსპორტო პირობებით, პირველი შესაძლებლობისთანავე; გ) მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტში ჩასასვლელად მსგავსი სატრანსპორტო პირობებით, მგზავრისთვის მოსახერხებელ დროს.
2.მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მსგავსი სატრანსპორტო პირობებით მარშრუტის შეცვლას დაგვიანებული მომსახურების გამწევი სარკინიგზო საწარმო ან სხვა სარკინიგზო საწარმო ახორციელებს, აუცილებელი არ უნდა გახდეს მგზავრის მიერ დამატებითი ხარჯების გაწევა. ეს მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც მარშრუტის შეცვლა გულისხმობს უფრო მაღალი კლასის ან ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას. სარკინიგზო საწარმომ უნდა განახორციელოს გონივრული ძალისხმევა დამატებითი, დაკავშირებული რეისების/გადასხდომების თავიდან ასაცილებლად და უნდა უზრუნველყოს მგზავრობის მთლიანი დროის ფარგლებში შეძლებისდაგვარად მცირე ხნით დაგვიანება. მგზავრი არ უნდა განთავსდეს უფრო დაბალი კლასის სატრანსპორტო საშუალებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საშუალება მარშრუტის შეცვლისთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა.
3.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბილეთის საფასური უნდა ანაზღაურდეს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობითა და სარკინიგზო საწარმოს მიერ დადგენილი წესით. ეს საფასური შეიძლება ანაზღაურდეს აგრეთვე ვაუჩერის სახით ან/და რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის სხვა, შესაბამისი მომსახურების მიწოდებით, იმ პირობით, რომ ამ ვაუჩერთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებული პირობები მოქმედების ვადასა და დანიშნულების პუნქტთან მიმართებით საკმაოდ მოქნილია და მგზავრი თანახმაა, მიიღოს ეს ვაუჩერი ან/და მომსახურება. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.
The amendments this article has been through
Details fare reimbursement/re-routing options for delays exceeding 60 minutes; establishes refund timelines.
amending act №6483070These lawyers work in the legal area related to this article.