საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Article 63^4. მემანქანეთა პროფესიული სწავლება
1. მემანქანეთა პროფესიული სწავლება ხორციელდება სასწავლო ცენტრში სათანადო ნორმატიული აქტით განსაზღვრული მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობების შესაბამისად.
2. მემანქანეთა პროფესიული სწავლება უნდა შედგებოდეს მემანქანის მართვის მოწმობასა და მემანქანის სერტიფიკატთან დაკავშირებული სასწავლო მოდულებისგან. მემანქანეთა პროფესიული სწავლება მათი მეშვეობით ხორციელდება.
3. სასწავლო ცენტრმა უნდა უზრუნველყოს მემანქანეთა პროფესიული სწავლების ხელმისაწვდომობა სამართლიანობის ფარგლებში და დისკრიმინაციის გარეშე.
4. პირს სასწავლო ცენტრის სტატუსს ანიჭებს სააგენტო.
5. პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესები მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
