1.საექთნო განათლება და მეან-ექთნის განათლება შეიძლება განხორციელდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოთი განსაზღვრული კვალიფიკაციის მე-5 და მე-6 დონეების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს უფლება აქვს, მოიპოვოს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი ან რეგისტრაციის მოწმობა.
3.დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობისა და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნა. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

