1.დაუშვებელია ფიზიკური პირის მიერ კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. ამ იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც ფიზიკურ პირს ეს იარაღი თან აქვს − ხელში უჭირავს, სხეულზე აქვს მიმაგრებული ან ტანსაცმელში ინახავს.
2.დასაშვებია კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში გამოყენების, აგრეთვე ექსპონირების მიზნით. აღნიშნული იარაღის ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნითა და სხვა მიზნით გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
