Article 25. იარაღის გამოყენება
1. სამოქალაქო იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო და ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებასა და ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად და ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკუთარი ან/და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.
2. სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევაში აუცილებელია მიღებულ იქნეს ზომები ირგვლივ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში იარაღის გამოყენების შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს.
5. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის აღება სავალდებულოა იმ იურიდიული პირისთვის/ინდივიდუალური მეწარმისთვის, რომელიც ორგანიზებას უწევს ნებისმიერი ფორმის (სახეობის) პნევმატური იარაღიდან სროლას, გარდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწყობილი ატრაქციონებისა. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4304 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
