Article 29^1. უწყვეტი პროფესიული განვითარება
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში, თავისი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა მიუსადაგოს თანამედროვე მედიცინის მიღწევებს და გააუმჯობესოს ამ საქმიანობის ყველა ასპექტი.
2. უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტებია: ა) უწყვეტი სამედიცინო განათლება; ბ) უწყვეტი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა; გ) პროფესიული რეაბილიტაცია; დ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება.
3. საბჭო შეიმუშავებს და სამინისტრო ამტკიცებს უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმებისა და პროფესიული რეაბილიტაციის წესებს, აგრეთვე აკრედიტაციის წესსა და კრიტერიუმებს. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ . 74
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საექიმო საქმიანობის შესახებ
