Article 32. სოციალური მუშაკის უწყვეტი პროფესიული განვითარება
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 27 Jun 2024
1. სოციალური მუშაობის მიზნებიდან გამომდინარე, სოციალური მუშაკი ვალდებულია შეთავაზებულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით განივითაროს პროფესიული შესაძლებლობები, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმაოს ცოდნა.
2. დამსაქმებელმა ხელი უნდა შეუწყოს სოციალურ მუშაკს, მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სოციალური მუშაობის შესახებ
