Article 40. ინფორმაციის მიწოდება მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის
Consolidation №33 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
თუ პაციენტი მცირეწლოვანია ან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ან თუ პაციენტს სხვა რამ არ აქვს განცხადებული წარსულში, როცა მას ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს აწვდის. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3378 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
