Article 15. აცილება
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული აცილების საფუძვლების არსებობისას აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტოს თავმჯდომარე.
2. აცილების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საქმე განსახილველად გადაეცემა სააგენტოს სხვა ტერიტორიულ სამსახურს.
3. საკონსულო თანამდებობის პირის აცილების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
