Article 92. მტკიცებულებები იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ წარმოებაში
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას, გარდა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებისა, ასევე გამოიყენოს და დაეყრდნოს მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მოწმეთა ჩვენებებს და სხვა მტკიცებულებებს.
2. თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას მტკიცებულებების მოპოვების, გამოკვლევისა და შეფასების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე კარის დებულებები , გარდა იმავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, 103-ე მუხლისა, 104-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 106-ე მუხლისა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 110-ე მუხლისა, 116-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 118-ე, 119-ე, 126-ე და 131-ე–133-ე მუხლებისა, 134-ე მუხლის მე-2 და 2 1 ნაწილებისა, 136-ე მუხლისა, 145-ე მუხლის პირველი ნაწილისა, 146-ე და 155-ე–157-ე მუხლებისა და 169-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა.
3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებს იყენებს ამ კანონითა და სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
