Article 34. მამობის დადგენის განსაკუთრებული წესი
1. თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამად მითითებულია პირი, რომელიც მისი ბიოლოგიური მამა არ არის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია მამობის დადგენის რეგისტრაცია განახორციელოს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლებად მითითებული პირებისა და ბიოლოგიური მამის ერთობლივი მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის მონაცემები შეტანილია მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ან მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე, მამობის დადგენის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მამობის დადგენის რეგისტრაცია განხორციელდა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით მამობის დადგენის რეგისტრაციის შემთხვევაში ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას შედგენილი მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ბათილად ჩაითვლება.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სამოქალაქო აქტების შესახებ
