1.სრულწლოვნის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე მისი გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ პირის თანხმობით, ხოლო თუ ეს პირი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა საჭირო არ არის, თუ მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
