Article 29. სარევიზიო კომისია
1. სარევიზიო კომისია იქმნება ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, აღმასრულებელი მდივნისა და მათ მიერ დანიშნული (დამტკიცებული) პირების მიერ ამ კანონისა და ასოციაციის წესდების შესრულებისა და ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით.
2. სარევიზიო კომისია შედგება ასოციაციის საერთო კრების მიერ 4 წლის ვადით არჩეული 5 წევრისაგან.
3. სარევიზიო კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას.
4. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით ირჩევს თავად კომისია.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო საქმიანობის შემოწმების მიზნით სარევიზიო კომისია ვალდებულია კონკურსის წესით ყოველწლიურად შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი. საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.280
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
