Article 9. კომისიის შემადგენლობა
1. კომისია შედგება 5 წევრისაგან.
2. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.
3. პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის წევრად 2-ზე მეტი ვადით.
4. კომისიის წევრის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით, კანონიერებისა და გამჭვირვალობის, კანდიდატების თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით.
5. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღეში საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.
6. კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, მმართველ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
7. ყველას აქვს უფლება, დაასახელოს კომისიის წევრის კანდიდატურა კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში.
8. თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ დასახელდება 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურა, ცხადდება ახალი კონკურსი, რომელიც ტარდება ამ მუხლით დადგენილი წესით.
