1.საზღვარგარეთიდან საქართველოში დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ რეგისტრაციას.
2.აღნიშნული ფასეულობის დაცვის სახელმწიფო გარანტია ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ხორციელდება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
