1.სახელმწიფო ატარებს მიზანმიმართულ პოლიტიკას მისი ტერიტორიიდან უკანონოდ გატანილ კულტურულ ფასეულობათა დასაბრუნებლად.
2.საზღვარგარეთ უკანონოდ გატანილი ყველა კულტურული ფასეულობა, რაც საქართველოს სახელმწიფოს კულტურულ მემკვიდრეობადაა მიჩნეული, უნდა დაუბრუნდეს სამშობლოს, განურჩევლად მისი ადგილმდებარეობის, დროისა და გატანის გარემოებებისა.
3.საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე სახელმწიფო ახორციელებს ღონისძიებებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლთა გამოვლენის, აღრიცხვის, შესწავლის, რესტავრირებისა და დაცვისათვის. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75



