1.ამ კანონის ძირითადი მიზნებია საქართველოს სამუზეუმო საქმიანობის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება და საქართველოს სამუზეუმო ფონდის დაცვა.
2.ამ კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) სამუზეუმო საქმიანობისა და მუზეუმებით სარგებლობის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა; ბ) სამუზეუმო საქმიანობაში სახელმწიფო გარანტიების უზრუნველყოფა; გ) საქართველოს მუზეუმების სისტემის მართვისა და დაფინანსების პრინციპების განსაზღვრა; დ) მუზეუმების კატეგორიების განსაზღვრა; ე) სამუზეუმო საქმიანობაში არასახელმწიფო სექტორის ლეგიტიმაცია; ვ) სამუზეუმო საქმიანობაში მონაწილე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა.
