„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანებია: ა) კულტურის სფეროში საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვა და რეალიზება; ბ) კულტურულ ფასეულობათა და შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგების გამოყენების სამართლებრივი პრინციპებისა და ნორმების განსაზღვრა; გ) კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის სუბიექტთა ძირითადი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირება; დ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ვალდებულებების განსაზღვრა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და შესანარჩუნებლად; ე) საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი კულტურული მოღვაწეობისა და შემოქმედებით პროცესში სახელმწიფოს ჩაურევლობის სამართლებრივი გარანტიის შექმნა; ვ) ქართული კულტურის აქტიურად ჩართვა ერთიანი მსოფლიოს კულტურულ პროცესებში; ზ) კულტურის სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება.
Article 3. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
Consolidation №16 Verified against the current consolidation · 14 May 2025
Topics:Sponsorship
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
