1.სამუზეუმო ექსპონატის რესტავრაცია ხორციელდება იმ მუზეუმში, რომელშიც არსებობს სარესტავრაციო განყოფილება, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ სპეციალურ სარესტავრაციო ცენტრებში.
2.სამუზეუმო ექსპონატის რესტავრაციის უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატის მქონე რესტავრატორებს.
