1.სამუზეუმო ექსპონატის დაცვა ხორციელდება „საქართველოს სამუზეუმო ფონდის აღრიცხვისა და დაცვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.
2.სამუზეუმო ექსპონატი უნდა ინახებოდეს და გამოიფინებოდეს სათანადოდ აღჭურვილ შენობაში, სამუზეუმო საცავში ტემპერატურის, ტენიანობის თუ სხვა აუცილებელი რეჟიმის დაცვით.
