1.კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების ან/და განახლების მიზნით დაინტერესებული პირი მიმართავს სააგენტოს. სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო გამოცდის შინაარსს, ხანგრძლივობასა და ფორმას, ასევე შეფასების კრიტერიუმებს განსაზღვრავს სააგენტო და ისინი ქვეყნდება მის ოფიციალურ ვებგვერდზე.
2.თუ მეზღვაური ვერ ჩააბარებს სერტიფიკატის მიღებისთვის საჭირო გამოცდას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ იგი, ამ კანონით დადგენილი პირობების თანახმად, ხელახლა იქნეს დაშვებული აღნიშნულ გამოცდაზე, რომელიც ფასიანია. მეზღვაური გამოცდაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში 6-ჯერ. თუ მეზღვაური ვერცერთხელ ვერ ჩააბარებს გამოცდას, მას ბოლო გამოცდის დღიდან 6 თვის ვადით შეუწყდება გამოცდაზე გასვლის უფლება.
